მუსიკის წარმოება

დროა, შენი მუსიკალური იდეები პროფესიონალურ, დასრულებულ ჟღერადობად აქციო. POSTRED აკადემიის კურსზე „მუსიკის თეორია პროდიუსერებისთვის“ შენ აღმოაჩენ, თუ როგორ მუშაობს მუსიკალური კანონზომიერებები პრაქტიკაში. ისწავლი, როგორ იბადება მელოდია, როგორ იგება ჰარმონია უშუალოდ შენს სამუშაო პროგრამაში (DAW) და რა გზას გადის მარტივი ჩანახატი სრულფასოვან არანჟირებამდე.

ყველა იმ მელოდიას, აკორდულ თანმიმდევრობასა თუ რიტმულ ნახაზს, რომელიც ტრეკს ემოციურსა და დასამახსოვრებელს ხდის, მუსიკალური პროდიუსერი ქმნის. სწორედ ის წყვეტს, როგორ განვითარდეს მუსიკალური სიუჟეტი, რა განწყობა შექმნას თითოეულმა აკორდმა და როგორ შეეხამოს ერთმანეთს სხვადასხვა ხმები. ეს ძალიან საინტერესო, კრეატიული პროცესია და პრაქტიკული სწავლის რეჟიმში ამ ყველაფერს თავად გამოცდი.

მუსიკის წარმოება

1000 ლ

კურსის აღწერა

კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • მუსიკის წარმოების პროცესი
  • დრამის პროგრამინგი
  • MIDI ეფექტების კრეატიულად გამოყენება
  • Multi Output ინსტრუმენტები
  • სემპლინგი
  • მუსიკის წარმოება 1 (სტრუქტურა, მელოდია, ჰარმონია) 
  • მუსიკის წარმოება 2 (დასარტყამი ინსტრუმენტი და ბასი, მათ შორის ინტერაქცია)
  • მუსიკის წარმოება 3 (წამყავნი ინსტრუმენტებისთვის ფერის შეძენა, ძირითადი არანჟირების აგება) 
  • WORKSHOP – არანჟირების აგება
  • მუსიკის წარმოება 4 (მნიშვნელოვანი კონტრ-ელემენტების დამატება და დეტალიზება)
  • საბოლოო ჩანაწერის დამუშავება ეფექტებით
  • მუსიკის წარმოება 5 (ავტომაცია)
  • ფინალური დავალება