ხმის დიზაინი ვიზუალური მედიისთვის

რადგან ამ გვერდზე გადმოხვედი, ალბათ გაინტერესებს აუდიო და გინდა ისწავლო როგორ იქმნება ის ვიზუალური მედიისთვის, როგორებიცაა ფილმები და ვიდეო თამაშები. POSTRED აკადემიის ხმის დიზაინის კურსზე შენ ისწავლი როგორ იბადება აუდიოს იდეა ვიზუალური მედიისთვის, რა პროგრამებით იქმნება, მუშავდება და ერგება სიუჟეტის საჭიროებებს და რა გზას გადის ის საბოლოო ვერსიამდე.

ყველა ბგერას, რომელიც ჩვენ გვესმის, იქნება ეს დიალოგი, ხმოვანი ეფექტები თუ გარემოს ხმები, ხმის დიზაინერი ამუშავებს. ხმის დიზაინერი არის ადამიანი, რომელიც წყვეტს, სად, რატომ და როგორი უნდა იყოს თითოეული ხმა სიუჟეტში. ეს ძალიან საინტერესო პროცესია და მას პრაქტიკული სწავლის რეჟიმში თავად გამოცდი POSTRED-ის წამყვანი არტისტებთან ერთად.

კურსის რეგისტრაციის გვერდზე ასევე არის სტიპენდიის სექცია. ატვირთე ნებისმიერი ვიდეო, რომელიც შენ შექმენი, და გექნება შანსი მოიპოვო დაფინანსება.

ხმის დიზაინი ვიზუალური მედიისთვის

ხანგრძლივობა – 5 თვე

4,000

კურსის აღწერა


კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: 

  • ხმის დიზაინის საფუძვლები
  • ინდუსტრიის გამოწვევები
  • ხმის მნიშვნელობა აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში
  • ფილმის ინდუსტრიის სტანდარტი პროგრამა – Pro-Tools
  • ხმის დამუშავების სწორი მეთოდები
  • ფოლის ჩაწერისა და მონტაჟის საფუძვლები
  • ხმის ეფექტების მონტაჟი
  • ხმის ინჟინერია
  • დიალოგის რესტავრაცია და მონტაჟი
  • ტექნიკური troubleshooting
  • ინტერაქტიული გეიმ აუდიო
  • თამაშების ინდუსტრიის სტანდარტი პროგრამა – Reaper

ლექტორები


რატი ჩხეტიანი

ხმის დიზაინერი

აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში 6+ წლიანი გამოცდილება, 100+ პროექტი და 68 ოფიციალური კრედიტი. 

მის პორტფოლიოშია მაიკლ მენის ფილმი „ფერარი“ (Ferrari), რომელმაც 2024 წელს ბრიტანეთის ფილმისა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის (BAFTA) ნომინაცია მოიპოვა „საუკეთესო ხმის“ კატეგორიაში. იგი არის MPSE Golden reel გამარჯვებული სერიალში Alien : Earth

ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება ლექციების კურსს ხმის ეფექტებისა (SFX) და ფოლი მონტაჟის (Foley Editing) მიმართულებით.

რატის ნამუშევრები IMDB-ზე

Description for this block. Use this space for describing your block. Any text will do. Description for this block. You can use this space for describing your block.

გიორგი ლეკიშვილი

ფოლი მიქსერი

აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში 8+ წლიანი გამოცდილება და 200-ზე მეტი პროექტი.

მის პორტფოლიოშია „K-Pop: Demon Hunters“, რომელმაც გაიმარჯვა CAS-ის (Cinema Audio Society) ჯილდოზე საუკეთესო ხმის მიქსინგის კატეგორიაში.

იგი ნომინირებული იყო  CAS-ის (Cinema Audio Society) ჯილდოზე ფილმით ,,Ferrari ‘’

ამჟამად, POSTRED Academy-ში ფოლის მიმართულების სასწავლო კურსების ავტორი და ლექტორია.

გიორგის ნამუშევრები IMDB-ზე

ბიკო გოგალაძე

ფოლი არტისტი

აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სფეროში 10+ წლიანი გამოცდილება და 200-ზე მეტი პროექტი. მისი პორტფოლიო მოიცავს თანამშრომლობას ისეთ გლობალურ პლატფორმებთან და სტუდიებთან, როგორებიცაა: Netflix, HBO, Sony და სხვა.

2025 წელს მისი ნამუშევარი, ფილმი „The Killer“, ნომინირებული იყო Golden Reel Awards-ზე „საუკეთესო ხმის“ კატეგორიაში, ხოლო 2026 წელს მისმა კიდევ ერთმა პროექტმა, ფილმმა „K-Pop: Demon Hunters“, მოიპოვა MPSE-ის (Motion Picture Sound Editors) ნომინაცია იმავე კატეგორიაში. იგი არის MPSE Golden reel გამარჯვებული სერიალით Alien: Earth.

ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება ფოლის (Foley) მიმართულების ლექციებს.

ბიკოს ნამუშევრები IMDB-ზე

ვასიკო ცაბაძე

ხმის დიზაინერი

ხმის დიზაინერის ნამუშევრებს შორისაა ისეთი პროექტები, როგორებიცაა: Path Of Exile II, Wuthering Waves, Naruto Mobile, Project Spectrum, Nizhan Future.

მისი პორტფოლიო 30-ზე მეტ მუსიკალურ ნაწარმოებს, 20-ზე მეტ ვიდეო თამაშსა და 5-ზე მეტ ფილმს აერთიანებს.

ამჟამად POSTRED Academy-ში კითხულებს ლექციებს შემდეგი მიმართულებით Introduction to Sound Engineering, Harmonics & Overtones, Analog & Digital Devices, Dynamic Effects და Reverb & Delay.

ზვიად მღებრი

POSTRED-ის თანადამფუძნებელი | კინოკომპოზიტორი

კომპოზიტორი, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში 14+წლიანი გამოცდილებით; მისი პორტფოლიო 100+  პროექტსა და 42 ოფიციალურ კრედიტს აერთიანებს, მათ შორის ისეთ ნამუშევრებს, როგორებიცაა: „The Fetch“, „Griselda“ და „Painkiller“ და სხვა. 

2021 წელს ფილმმა „And Then We Danced“ გაიმარჯვა Chlotrudis Awards-ზე კატეგორიაში Best Use of Music in a Film, ხოლო 2022 წელს ანკორიჯის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა „Klondike“ საუკეთესო მუსიკის ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება. ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება ლექციებს Troubleshooting-ისა და Conceptual Sound Design-ის მიმართულებით და ასევე იგი უძღება კურსს- Mixing And Mastering.


ზვიადის ნამუშევრები IMDB-ზე

ალექსანდრე სანიკიძე

ხმის დიზაინერი

აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში 8+ წლიანი გამოცდილებით, 200+ პროექტითა  და 150 ოფიციალური კრედიტით. 

მის პორტფოლიოშია ჯონ ვუს ფილმი „The Killer“, რომელმაც 2025 წელს MPSE Golden Reel Awards-ის ნომინაცია ,, საუკეთესო ხმის’’ მონტაჟის’’ კატეგორიაში და ფილმი „Hunting Matthew Nichols“, რომელიც Leo Awards-ზე საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის იყო ნომინირებული.  იგი არის MPSE Golden reel გამარჯვებული სერიალით Alien: Earth

ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება Pro Tools-ის სასწავლო კურსებს.

ალექსანრეს ნამუშევრები IMDB-ზე

გიორგი მურღულია

ხმის დიზაინერი

აუდიო-ვიზუალური და შემოქმედებითი ტექნოლოგიების ინდუსტრიაში 10+ წლიანი გამოცდილებით. POSTRED-ის მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი და წამყვანი ხმის დიზაინერი. Forbes-ის 30 Under 30 ტექნოლოგიების კატეგორიის გამარჯვებული (2024).

მისი კარიერის განმავლობაში მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო მასშტაბის პროექტში, მათ შორის Netflix-ის, HBO-სა და სხვა მსხვილი სტუდიების პროექტებზე. მის ნამუშვებრებს შორის არის Griselda, Scream, The Rivals of Amiah King.

საგანმანათლებლო მიმართულებით, ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება სასწავლო კურსებს ხმის დიზაინის მიმართულებით.



გიორგის ნამუშევრები IMDB-ზე

ჯონი ამირანაშვილი

ხმის დიზაინერი

ვიდეო თამაშების ხმის დიზაინერი და სუპერვაიზერი

მის პორტფოლიოშია არაერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია და სატელევიზიო პროექტი, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი სტუდიებისთვის ქმნის. 

მის ნამუშევრებს შორისაა ისეთი პროექტები, როგორებიცაა: TFT, Path Of Exile II, Delta Force, The Hidden Ones, Nizhan Future. 

POSTRED Academy-ში უძღვება ლექციების კურსს შემდეგი მიმართულებებით: Troubleshooting & Online Resources, Microphone Use და Background SFX.


სანდრო ქურხული

ხმის დიზაინერი

ხმის ტექნიკური დიზაინერი ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში 3+ წლიანი გამოცდილებითა და 20-ზე მეტი პროექტით. მისი პორტფოლიო მოიცავს მუშაობას ისეთ თამაშებზე, როგორებიცაა: Path of Exile II, Chernobyl Again, Wuthering Waves, Zenless Zone Zero, Roco Kingdom და The Way of Wrath.

სანდრო ხმის ინტეგრაციის პროგრამა Wwise-ის სერტიფიცირებული ლექტორია.

ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება Signal Flow & Routing-ისა და Wwise-ის ლექციებს.

ნათია ბერაძე

ხმის დიზაინერი

აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში ერთ წლამდე გამოცდილებით; POSTRED Academy-ის წინა ნაკადის სტუდენტი, რომელმაც წარმატებით დაასრულა კურსი, დღეს უკვე თავად არის ჩართული მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტებში.

ნათის აკადემიაში უძღვება Routing / Master session ლექციას და კურსს – ხმის დიზაინი კონტენტ კრეატორებისთვის.

ლევან წერედიანი

ხმის დიზაინერი

აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში 8+ წლიანი გამოცდილება და 200-ზე მეტი პროექტი.

მის პორტფოლიოშია „K-Pop: Demon Hunters“, რომელმაც გაიმარჯვა CAS-ის (Cinema Audio Society) ჯილდოზე საუკეთესო ხმის მიქსინგის კატეგორიაში.

იგი ნომინირებული იყო  CAS-ის (Cinema Audio Society) ჯილდოზე ფილმით ,,Ferrari ‘’

ამჟამად, POSTRED Academy-ში ფოლის მიმართულების სასწავლო კურსების ავტორი და ლექტორია.

მარი ნარჩემაშვილი

ხმის დიზაინერი

ხმის დიზაინერი და დიალოგის ედიტორი – აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში 3-წლიანი გამოცდილებით; მისი, პორტფოლიო ისეთ ნამუშევრებს აერთიანებს, როგორებიცაა: „April“ (2024) და „Are We Good“ (2025).

POSTRED Academy-ის კურსდამთავრებული, რომელიც დღეს უკვე თავად უძღვება კურსზე Dialog Editing-ის ლექციებს.

შოთა ფუტკარაძე

ხმის დიზაინერი

ხმის დიზაინერი ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში 3+ წლიანი გამოცდილებითა და 20-ზე მეტი პროექტით. მისი პორტფოლიო მოიცავს მუშაობას ისეთ თამაშებზე, როგორებიცაა: Path of Exile II, Naruto Mobile, Wuthering Waves, Nizhan Future, Project Spectrum, Roco Kingdom, The Hidden Ones.

ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება DAW Reaper ის ლექციებს.

არ გამოგრჩეს სიახლეები