ხმის დიზაინი ვიდეო თამაშებისთვის

რადგან ამ გვერდზე გადმოხვედი, ალბათ გიყვარს ვიდეო თამაშები და გაინტერესებს როგორ იქმნება მათი სამყაროები ხმის გამოყენებით. ამ კურსზე შენ ისწავლი როგორ იბადება ხმის იდეა თამაშებისთვის, რა პროგრამებით იქმნება, მუშავდება და ერგება ხმა ვიდეო თამაშის ვიზუალს, და რა გზას გადის საბოლოო ვერსიამდე. ეს ძალიან საინტერესო პროცესია და მოიცავს ხმის ჩაწერას, დამუშავებას და მიქსს.


კურსის ფარგლებში ამ ყველაფერს პოსტრედის ვიდეო თამაშების დეპარტამენტის წამყვანი არტისტებისგან ისწავლი – მოისმენ და ჩაერთვები პრაქტიკულ ლექციებში, დასვამ კითხვებს, მიიღებ უნიკალურ, ინდუსტრიის ინსაიდერულ რჩევებს და შეასრულებ საინტერესო დავალებებს პროგრამების გამოყენებით.

შენი მოტივაციისთვის, კურსის რეგისტრაციის გვერდზე დავამატეთ სტიპენდიის სექცია. თუ გსურს თანადაფინანსების მიღება, შეგიძლია ატვირთო ვიდეო, რომელიც შენი აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს შენს ინტერესს, გამოცდილებას ან პოტენციალს კურსის თემატიკასთან დაკავშირებით.

დარეგისტრირდი POSTRED აკადემიის ვიდეო თამაშების ხმის დიზაინის კურსზე და ისწავლე, როგორ იქმნება აუდიო შენი საყვარელი თამაშებისთვის.

ხმის დიზაინი ვიდეო თამაშებისთვის

ხანგრძლივობა – 4 თვე

3,000

კურსის აღწერა


ხმის დიზაინი ვიდეო თამაშებისთვის 4 თვიანი კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: 

  • ხმის ინჟინერიის შესავალი
  • ხმის როლი ვიდეო თამაშებში (SFX, მუსიკა, დიალოგი, ატმოსფერო)
  • ხმის ტალღები, სიხშირე, აკუსტიკა და ტალღის გაზომვა
  • როგორ მუშაობს დინამიკი და მიკროფონი / კაბელები
  • თამაშების ინდუსტრიის სტანდარტი პროგრამა: Reaper
  • ხმის დიზაინის საფუძვლები / Foley / Sound Layering
  • დინამიკური ეფექტები / განმეორებისა და მოდულაციების ეფექტები
  • ანალოგური და ციფრული მოწყობილობები
  • სინთეზატორების ტიპები და ხმების შექმნა (SFX)
  • პერსონაჟის ხმის დიზაინი
  • Ambience Sounds (გარემოს ხმები)
  • აუდიო იმპლემენტაციის პროგრამები (Wwise)

ლექტორები


ვასიკო ცაბაძე

ვიდეო თამაშების ხმის დიზაინერი და გუნდის ლიდერი. მის ნამუშევრებს შორისაა ისეთი პროექტები, როგორებიცაა: Path Of Exile II, Wuthering Waves, Naruto Mobile, Project Spectrum, Nizhan Future.

მისი პორტფოლიო 30-ზე მეტ მუსიკალურ ნაწარმოებს, 20-ზე მეტ ვიდეო თამაშსა და 5-ზე მეტ ფილმს აერთიანებს.

ამჟამად POSTRED Academy-ში კითხულებს ლექციებს შემდეგი მიმართულებით Introduction to Sound Engineering, Harmonics & Overtones, Analog & Digital Devices, Dynamic Effects და Reverb & Delay.

შოთა ფუტკარაძე

ხმის დიზაინერი ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში 3+ წლიანი გამოცდილებითა და 20-ზე მეტი პროექტით. მისი პორტფოლიო მოიცავს მუშაობას ისეთ თამაშებზე, როგორებიცაა: Path of Exile II, Naruto Mobile, Wuthering Waves, Nizhan Future, Project Spectrum, Roco Kingdom, The Hidden Ones.

ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება DAW Reaper ის ლექციებს.

ჯონი ამირანაშვილი

ვიდეო თამაშების ხმის დიზაინერი და გუნდის ლიდერი.

მის პორტფოლიოშია არაერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია და სატელევიზიო პროექტი, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი სტუდიებისთვის ქმნის. 

მის ნამუშევრებს შორისაა ისეთი პროექტები, როგორებიცაა: TFT, Path Of Exile II, Delta Force, The Hidden Ones, Nizhan Future. 

POSTRED Academy-ში უძღვება ლექციების კურსს შემდეგი მიმართულებებით: Troubleshooting & Online Resources, Microphone Use და Background SFX.

სანდრო ქურხული

ვიდეო თამაშების ხმის ტექნიკური დიზაინერი, 20-ზე მეტი ვიდეოთამაშის პორტფოლიოთი.

სანდრო ხმის ინტეგრაციის პროგრამა Wwise-ის სერტიფიცირებული ლექტორია.

ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება Signal Flow & Routing-ისა და Wwise-ის ლექციებს. 

შეავსე განაცხადი

არ გამოგრჩეს სიახლეები

Please enable JavaScript in your browser to complete this form.