ხმის დიზაინი კონტენტ კრეატორებისთვის

თუ ქმნი ვიდეოებს, რილსებს, TikTok-ებს, პოდკასტებს ან/და სხვა ტიპის ციფრულ კონტენტს და გინდა, შენი აუდიო უფრო სუფთა, ხარისხიანი და პროფესიონალური იყოს, ეს კურსი შენთვისაა.

კურსი განკუთვნილია როგორც გამოცდილი კონტენტ კრეატორებისთვის, ისე მათთვის, ვინც ახლა იწყებს კონტენტის შექმნას. პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკულ უნარებზე: ხმის სწორად ჩაწერაზე, მის დამუშავებასა და აუდიოვიზუალური კონტენტის გაუმჯობესებაზე.

კურსის განმავლობაში გაიგებ, რატომ არის აუდიო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ხარისხიანი  კონტენტის შექმნისას.  როგორ მოქმედებს ხმა მაყურებლის ყურადღებაზე, ემოციაზე და იმაზე, რამდენად პროფესიონალურად აღიქმება შენი კონტენტი.

POSTRED Academy-ში პროფესიონალ ხმის დიზაინერებთან  ერთად გაეცნობი ხმის ჩაწერის მთავარ პრინციპებს, ტექნიკურ დეტალებს, გავრცელებულ შეცდომებს და იმ პრაქტიკულ გზებს, რომლებიც დაგეხმარება ყოველდღიურ კონტენტში უკეთესი აუდიოს მიღებაში.

კურსზე ისწავლი, როგორ მოემზადო ჩაწერისთვის, როგორ შეამცირო ზედმეტი ხმაური, როგორ იმუშაო გარემოს ხმასთან და შექმნა უფრო დაბალანსებული, პროფესიონალური აუდიო შენი კონტენტისთვის.

ხმის დიზაინი კონტენტ კრეატორებისთვის

ხანგრძლივობა – 1,5 თვე

800 ₾

კურსის აღწერა


კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: 

  • შესავალი ხმის დიზაინში
  • მიკროფონების ტიპები და პრაქტიკული გამოყენება
  • ხმის დამუშავება – CapCut და DaVinci Resolve
  • Troubleshooting
  • AI ხელსაწყოები ხმის დამუშავებისთვის
  • Live Stream Setup
  • ხმის დიზაინი ვიდეოებში
  • მუსიკის შერჩევა და დამუშავება
  • მიქსინგი და ფაილების ექსპორტი

ლექტორები


მარიამ ნარჩემაშვილი

ხმის დიზაინერი და დიალოგის ედიტორი

ხმის დიზაინერი და დიალოგის ედიტორი – აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში 3-წლიანი გამოცდილებით; მისი, პორტფოლიო ისეთ ნამუშევრებს აერთიანებს, როგორებიცაა: „April“ (2024) და „Are We Good“ (2025).

POSTRED Academy-ის კურსდამთავრებული, რომელიც დღეს უკვე თავად უძღვება Dialog Editing-ის ლექციებს და კურსს – ხმის დიზაინი კონტენტ კრეატორებისთვის.

ნათია ბერაძე

ხმის დიზაინერი

აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში ერთ წლამდე გამოცდილებით; POSTRED Academy-ის წინა ნაკადის სტუდენტი, რომელმაც წარმატებით დაასრულა კურსი, დღეს უკვე თავად არის ჩართული მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტებში.

ნათის აკადემიაში უძღვება Routing / Master session ლექციას და კურსს – ხმის დიზაინი კონტენტ კრეატორებისთვის.

არ გამოგრჩეს სიახლეები