POSTRED-ი ჰოლივუდში ერთ-ერთი წამყვანი ხმის პოსტ-პროდუქციის სტუდიაა და რაც მთავარია, მთლიანად არის დაკომპლექტებული ქართული გუნდით. POSTRED-ი უზრუნველყოფს აუდიო-ვიზუალურ და იმერსიულ მედია მომსახურებას. კერძოდ, ხმა და მუსიკა ფილმისთვის, რეკლამისთვის, ვიდეო თამაშებისთვის და სხვა სატელევიზიო თუ ინტერაქციული მედიისთვის.
POSTRED-ის მთავარი წარმატება არის მუშაობა, ბაზარზე ყველაზე დიდ კომპანიებთან, როგორიცაა: Netflix, HBO, A24, Paramount Pictures, Formosa Group, Farm Group, Sony Pictures და სხვა.
ჩვენთვის, აუდიო, ვიზუალური მედიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და ჩვენ გვინდა დავეხმაროთ მთხრობელს, თქვან დამაჯერებელი ისტორიები მნიშვნელოვან ამბებზე ორიენტირებული ხმოვანი პეიზაჟების შექმნით. – ბესო კაჭარავა, POSTRED-ის დამფუძნებელი
ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საქართველო გახდეს ანგარიშგასაწევი ძალა ამ კონკრეტულ ინდუსტრიაში მსოფლიოს მასშტაბით და გადაიქცეს ერთგვარ პოსტ-პროდუქციის ჰაბად.
ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ პეიზაჟი, რომელიც ხიბლავს და ეხმიანება მსმენელს.
ინოვაციების, კრეატიულობისა და ბრწყინვალებისადმი გატაცების წყალობით, ჩვენ ვისწრაფვით, ვიყოთ მამოძრავებელი ძალა დასამახსოვრებელი აუდიო მოგზაურობისთვის, რომელიც ტოვებს ხანგრძლივ შთაბეჭდილებას.
ჩვენ ვართ ხელოვანები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან დამაჯერებელი ისტორიების მოსაყოლად.
ჩვენ შევქმენით POSTRED Academy, რომელიც სრულად უცხოური ინვესტიციების დახმარებით განხორციელდა, კერძოდ USAID/Georgia-ს მხარდაჭერით.
POSTRED Academy-ში გვსურს შევქმნათ და გავავრცელოთ ინოვაციური, ხელმისაწვდომი ცოდნა კრეატიული ინდუსტრიების ახალი, პერსპექტიული პროფესიების შესახებ; გავაძლიეროთ, შთავაგონოთ მომავალი თაობა დინამიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბების გზით და ვაქციოთ საქართველო რეგიონის წამყვან საგანმანათლებლო სივრცედ კრეატიული ინდუსტრიების პროფესიების მიმართულებით.
POSTRED-ში გვჯერა, რომ ხმა არის ისტორიის მოთხრობის ინსტრუმენტი. ჩვენ ვართ მაღალკვალიფიციური და ენთუზიაზმით სავსე აუდიო პოსტ-პროდუქციის გუნდი, რომლის მიზანი ერთია – ისტორიების მოყოლა.

