დროა, შენი მუსიკალური იდეები პროფესიონალურ, დასრულებულ ჟღერადობად აქციო. POSTRED აკადემიის კურსზე „მუსიკის თეორია პროდიუსერებისთვის“ შენ აღმოაჩენ, თუ როგორ მუშაობს მუსიკალური კანონზომიერებები პრაქტიკაში. ისწავლი, როგორ იბადება მელოდია, როგორ იგება ჰარმონია უშუალოდ შენს სამუშაო პროგრამაში (DAW) და რა გზას გადის მარტივი ჩანახატი სრულფასოვან არანჟირებამდე.
ყველა იმ მელოდიას, აკორდულ თანმიმდევრობასა თუ რიტმულ ნახაზს, რომელიც ტრეკს ემოციურსა და დასამახსოვრებელს ხდის, მუსიკალური პროდიუსერი ქმნის. სწორედ ის წყვეტს, როგორ განვითარდეს მუსიკალური სიუჟეტი, რა განწყობა შექმნას თითოეულმა აკორდმა და როგორ შეეხამოს ერთმანეთს სხვადასხვა ხმები. ეს ძალიან საინტერესო, კრეატიული პროცესია და პრაქტიკული სწავლის რეჟიმში ამ ყველაფერს თავად გამოცდი.

მუსიკის თეორია პროდიუსერებისთვის
კურსის აღწერა
კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
- მუსიკის თეორიის პრაქტიკული როლი
- გამები, აკორდული წყობა და ფუნქციები
- ჰარმონია, მელოდია და რიტმი.
- არანჟირება/ორკესტრირების საფუძვლები
- ფორმის და სტილის ანალიზი
- 90-წმ-იანი, ორიგინალური, დახვეწილი მუსიკალური ჩანახატის შექმნა და არანჟირება Piano Roll-ში.
ლექტორები

დაჩი დოდაშვილი
ვიდეო თამაშების კომპოზიტორი და ხმის დიზაინერი
პოსტრედში მოღვაწეობს 2020 წლიდან, სადაც თავდაპირველად მუშაობდა როგორც კონტენტ კრეატორი და ციფრული მედიის კომპოზიტორი, ამჟამად კი ვიდეო თამაშების კომპოზიტორისა და ხმის დიზაინერის პოზიციას იკავებს. მას ნამუშევარი აქვს 100-ზე მეტ პროექტზე, მათ შორის შექმნილი აქვს მუსიკა და ხმის დიზაინი ისეთი გლობალური ვიდეო თამაშებისთვის, როგორებიცაა Mobile Legends, Honor of Kings და Roco Kingdom.
პოსტრედის მიღმა, მის პორტფოლიოშია 10-ზე მეტი მუსიკალურად გაფორმებული სპექტაკლი და არაერთი კოლაბორაცია ლოკალურ ბენდებთან, მუსიკოსებთან და ვიზუალურ არტისტებთან.
ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება კურსებს ,,მუსიკის თეორია კომპოზიტორებისთვის’’ და ,, მუსიკის წარმოება’’
