მიქსინგი და მასტერინგი


ეს კურსი მათთვისაა, ვისაც  აინტერესებს, როგორ იქმნება საბოლოო, სუფთა და დახვეწილი ხმოვანება იმ სიმღერებში, რომლებსაც ყოველდღე უსმენს.

 კურსზე ისწავლი, როგორ აქციო უბრალო, ნედლი აუდიო ჩანაწერი პროფესიონალურ და დასრულებულ პროდუქტად. გაიგებ, საიდან იწყება მიქსინგის პროცესი, როგორ მუშავდება ტრეკები და ასევე, რა გზას გადის მუსიკა მასტერინგის ეტაპზე, რათა იდეალურად ჟღერდეს ნებისმიერ აუდიო სისტემაზე. ეს საინტერესო და დეტალური პროცესია, რომელიც მოიცავს სიხშირეებთან, დინამიკასთან და სივრცესთან მუშაობას, ვოკალისა და ინსტრუმენტების ბალანსირებას და, საბოლოოდ, ხმის მომზადებას გამოქვეყნებისთვის.

კურსის ფარგლებში შენ გახდები ამ შემოქმედებითი პროცესის ნაწილი, მიიღებ როგორც საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, ისე რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას და შექმნი შენს პირველ პროექტს.

მიქსინგი და მასტერინგი

დარეგისტრირდი

კურსის აღწერა


 კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • შესავალი მიქსინგში
  • ტრეკების ორგანიზება და Signal Flow
  • სიხშირეები და ეკვალაიზინგი
  • ტრეკების სიხშირული ბალანსი 
  • ტრეკების დინამიური ბალანსი
  • პანორამები
  • დასარტყამი და ბასის მიქსში ჩასმა
  • ვოკალის დამუშავება და მიქსში ჩასმა
  • მიქსერის გამოყენება
  • სივრცის მართვა სივრცული ეფექტებით
  • საბოლოო ფორმატი და განაწილება
  • პრაქტიკული კომპოზიციის დამასტერება

ლექტორები


ზვიად მღებრი

POSTRED-ის თანადამფუძნებელი | კინოკომპოზიტორი

კომპოზიტორი, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში 14+წლიანი გამოცდილებით; მისი პორტფოლიო 100+ პროექტსა და 42 ოფიციალურ კრედიტს აერთიანებს, მათ შორის ისეთ ნამუშევრებს, როგორებიცაა: „The Fetch“, „Griselda“ და „Painkiller“ და სხვა. 

2021 წელს ფილმმა „And Then We Danced“ გაიმარჯვა Chlotrudis Awards-ზე კატეგორიაში Best Use of Music in a Film, ხოლო 2022 წელს ანკორიჯის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა „Klondike“ საუკეთესო მუსიკის ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება. ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება ლექციებს Troubleshooting-ისა და Conceptual Sound Design-ის მიმართულებით და ასევე იგი უძღება კურსს – Mixing And Mastering.


ზვიადის ნამუშევრები IMDB-ზე

არ გამოგრჩეს სიახლეები