Game Audio for Young Creators

თუ გიყვარს ვიდეო თამაშები და გაინტერესებს, როგორ იქმნება მათი აუდიო-სამყარო, Game Audio for Young Creators არის პრაქტიკული კურსი ახალგაზრდებისთვის 15 წლიდან, სადაც რეალურ სტუდიურ გარემოში, Play & Learn პრინციპით გამოცდი ვიდეო თამაშების აუდიოს შექმნის პროცესს.

POSTRED Academy-ში პროფესიონალ sound artist-ებთან ერთად ჩაატარებ ექსპერიმენტებს, განივითარებ შემოქმედებით აზროვნებას, მიიღებ ხმის შექმნის უნიკალურ რჩევებს, ჩაიწერ პერსონაჟებისა და ატმოსფეროს ხმას და ნახავ, როგორ შეიძლება სხვადასხვა ნივთებით და შენი ვოკალით გაცოცხლდეს ვიდეო თამაშის სამყარო. კურსის გავლით შეგექმნება რეალური წარმოდგენა ინდუსტრიაზე და გადადგამ პირველ ნაბიჯს ვიდეო თამაშების სამყაროში.

კურსი მოზარდებს უქნის საინტერესო, სახალისო და მხარდამჭერ გარემოს საკუთარი კრეატიულობის გამოსავლენად, ეხმარება ტექნიკური უნარების განვითარებაში და ხელს უწყობს საკუთარი ინტერესის შემოქმედებით მიმართულებად განვითარებაში.

Game Audio for Young Creators

ხანგრძლივობა – 1,5 თვე | კვირაში 3-ჯერ

1,000

კურსის აღწერა


კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • შესავალი ვიდეო თამაშებში
  • ინტერაქციული აუდიოს მიმოხილვა
  • ხმის ტალღები, სიხშირე, აკუსტიკა და ტალღის გაზომვა
  • ანალოგური და ციფრული მოწყობილობები
  • Reaper
  • როგორ მუშაობს დინამიკი და მიკროფონი
  • მიკროფონების პრაქტიკული გამოყენება
  • ხმის დიზაინის საფუძვლები 
  • პერსონაჟის ხმის დიზაინი
  • VO Recording
  • ეკვალაიზერი
  • გარემოს ხმები
  • ხმის ინტეგრაცია თამაშში

ლექტორები


ვასიკო ცაბაძე

ვიდეო თამაშების ხმის დიზაინერი და გუნდის ლიდერი. მის ნამუშევრებს შორისაა ისეთი პროექტები, როგორებიცაა: Path Of Exile II, Wuthering Waves, Naruto Mobile, Project Spectrum, Nizhan Future.

მისი პორტფოლიო 30-ზე მეტ მუსიკალურ ნაწარმოებს, 20-ზე მეტ ვიდეო თამაშსა და 5-ზე მეტ ფილმს აერთიანებს.

ამჟამად POSTRED Academy-ში კითხულებს ლექციებს შემდეგი მიმართულებით Introduction to Sound Engineering, Harmonics & Overtones, Analog & Digital Devices, Dynamic Effects და Reverb & Delay.

შოთა ფუტკარაძე

ხმის დიზაინერი ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში 3+ წლიანი გამოცდილებითა და 20-ზე მეტი პროექტით. მისი პორტფოლიო მოიცავს მუშაობას ისეთ თამაშებზე, როგორებიცაა: Path of Exile II, Naruto Mobile, Wuthering Waves, Nizhan Future, Project Spectrum, Roco Kingdom, The Hidden Ones.

ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება DAW Reaper ის ლექციებს.

ჯონი ამირანაშვილი

ვიდეო თამაშების ხმის დიზაინერი და გუნდის ლიდერი.

მის პორტფოლიოშია არაერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია და სატელევიზიო პროექტი, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი სტუდიებისთვის ქმნის. 

მის ნამუშევრებს შორისაა ისეთი პროექტები, როგორებიცაა: TFT, Path Of Exile II, Delta Force, The Hidden Ones, Nizhan Future. 

POSTRED Academy-ში უძღვება ლექციების კურსს შემდეგი მიმართულებებით: Troubleshooting & Online Resources, Microphone Use და Background SFX.

სანდრო ქურხული

ვიდეო თამაშების ხმის ტექნიკური დიზაინერი, 20-ზე მეტი ვიდეოთამაშის პორტფოლიოთი.

სანდრო ხმის ინტეგრაციის პროგრამა Wwise-ის სერტიფიცირებული ლექტორია.

ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება Signal Flow & Routing-ისა და Wwise-ის ლექციებს. 

შეავსე განაცხადი

არ გამოგრჩეს სიახლეები

Please enable JavaScript in your browser to complete this form.