ხმის დიზაინი ვიზუალური მედიისთვის


რადგან ამ გვერდზე გადმოხვედი, ალბათ გაინტერესებს აუდიო და გინდა ისწავლო როგორ იქმნება ის ვიზუალური მედიისთვის, როგორებიცაა ფილმები და ვიდეო თამაშები. POSTRED აკადემიის ხმის დიზაინის კურსზე შენ ისწავლი როგორ იბადება აუდიოს იდეა ვიზუალური მედიისთვის, რა პროგრამებით იქმნება, მუშავდება და ერგება სიუჟეტის საჭიროებებს და რა გზას გადის ის საბოლოო ვერსიამდე.

ყველა ბგერას, რომელიც ჩვენ გვესმის, იქნება ეს დიალოგი, ხმოვანი ეფექტები თუ გარემოს ხმები, ხმის დიზაინერი ამუშავებს. ხმის დიზაინერი არის ადამიანი, რომელიც წყვეტს, სად, რატომ და როგორი უნდა იყოს თითოეული ხმა სიუჟეტში. ეს ძალიან საინტერესო პროცესია და პრაქტიკული სწავლის რეჟიმში ამ პროცესს თავად გამოცდი.

კურსის ფარგლებში ამ ყველაფერს პოსტრედის ფილმების და ვიდეო თამაშების დეპარტამენტის წამყვანი არტისტებისგან ისწავლი – მოისმენ და ჩაერთვები ლექციებში, დასვამ კითხვებს, მიიღებ უნიკალურ, იდუსტრიის ინსაიდერულ რჩევებს და შეასრულებ საინტერესო დავალებებს პროგრამების გამოყენებით.

შენი მოტივაციისთვის, კურსის რეგისტრაციის გვერდზე შევქმენით სტიპენდიის სექცია, სადაც კურსის თემატიკასთან დაკავშირებული შენი ნამუშევრების ატვირთვის შემთხვევაში, შანსი გექნება მოიპოვო თანადაფინანსება.

დარეგისტრირდი POSTRED აკადემიის ხმის დიზაინის კურსზე და ისწავლე, როგორ იქმნება აუდიო ელემენტები შენი საყვარელი ფილმებისთვის და ვიდეოთამაშებისთვის.

ხმის დიზაინი ვიზუალური მედიისთვის

ხანგრძლივობა – 5 თვე

4,000

კურსის აღწერა


ხმის დიზაინი ვიზუალური მედიისთვის 5 თვიანი კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: 

  • ხმის დიზაინის საფუძვლები
  • ინდუსტრიის გამოწვევები
  • ხმის მნიშვნელობა აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში
  • ფილმის ინდუსტრიის სტანდარტი პროგრამა – Pro-Tools
  • ხმის დამუშავების სწორი მეთოდები
  • ფოლის ჩაწერისა და მონტაჟის საფუძვლები
  • ხმის ეფექტების მონტაჟი
  • ხმის ინჟინერია
  • დიალოგის რესტავრაცია და მონტაჟი
  • ტექნიკური troubleshooting
  • ინტერაქტიული გეიმ აუდიო
  • თამაშების ინდუსტრიის სტანდარტი პროგრამა – Reaper

ლექტორები


რატი ჩხეტიანი

ხმის დიზაინერი

რატი პოსტრედში ხმის დიზაინერია და აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში 6-წლიანი გამოცდილება, 68 ოფიციალური კრედიტი და პორტფოლიოში 100-ზე მეტი პროექტი აქვს.

აქედან ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია მაიკლ მენის ფილმი „ფერარი“ (Ferrari), რომელიც 2024 წელს ბრიტანეთის ფილმისა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის (BAFTA) „საუკეთესო ხმის“ კატეგორიაში იყო ნომინირებული.

ამჟამად რატი POSTRED Academy-ში უძღვება ლექციების კურსს ხმის ეფექტების (SFX) და ფოლი მონტაჟის (Foley Editing) მიმართულებით.

რატის ნამუშევრები IMDB-ზე

გიორგი ლეკიშვილი

ფოლი მიქსერი

გიორგი პოსტრედის ერთ-ერთი მთავარი ფოლი მიქსერია და საკუთარი პროფესიის განხრით აუდიო-ვიზუალურ ინდუსტრიაში 7-წლის მანძილზე და 180-ზე მეტ პროექტზე აქვს ნამუშევარი.

მის პორტფოლიოშია „K-Pop: Demon Hunters“, რომელიც ნომინირებულია Cinema Audio Society-ს (CAS) ჯილდოზე საუკეთესო ხმის მიქსინგის კატეგორიაში.

ამჟამად, POSTRED Academy-ში ფოლის მიმართულების სასწავლო კურსების ავტორი და ლექტორია.

გიორგის ნამუშევრები IMDB-ზე

ბიკო გოგალაძე

ფოლი არტისტი

ბიკო პოსტრედის მთავარი ფოლი არტისტია, რომელსაც აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სფეროში საკუთარ 10-წლიან გამოცდილებაში 200-ზე მეტ პროექტზე უმუშავია. მის ფართო პორტფოლიოშია გლობალური სტუდიები და პლატფორმები, როგორებიცაა: Netflix, HBO, Sony და სხვა.

არტისტის ფოლი კარიერის მიღწევებს შორისაა 2025 წლის ფილმი „The Killer“, რომელიც ნომინირებული იყო Golden Reel Awards-ზე „საუკეთესო ხმის“ კატეგორიაში, ხოლო 2026 წელს მისმა კიდევ ერთმა პროექტმა, ფილმმა „K-Pop: Demon Hunters“, იმავე კატეგორიაში Motion Picture Sound Editors ნომინაცია მოიპოვა.ამჟამად არტისტი POSTRED Academy-ში უძღვება ფოლის მიმართულების ლექციებს.

ბიკოს ნამუშევრები IMDB-ზე

ვასიკო ცაბაძე

ხმის დიზაინერი

ხმის დიზაინერის ნამუშევრებს შორისაა ისეთი პროექტები, როგორებიცაა: Path Of Exile II, Wuthering Waves, Naruto Mobile, Project Spectrum, Nizhan Future.

მისი პორტფოლიო 30-ზე მეტ მუსიკალურ ნაწარმოებს, 20-ზე მეტ ვიდეო თამაშსა და 5-ზე მეტ ფილმს აერთიანებს.

ამჟამად POSTRED Academy-ში კითხულებს ლექციებს შემდეგი მიმართულებით Introduction to Sound Engineering, Harmonics & Overtones, Analog & Digital Devices, Dynamic Effects და Reverb & Delay.

ალექსანდრე სანიკიძე

ფოლი სუპერვაიზერი

აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში 8+ წლიანი გამოცდილებით, 200+ პროექტითა  და 150 ტიტრით. 

მის პორტფოლიოშია ჯონ ვუს ფილმი „The Killer“, რომელმაც 2025 წელს MPSE Golden Reel Awards-ის ნომინაცია ,, საუკეთესო ხმის’’ მონტაჟის’’ კატეგორიაში და ფილმი „Hunting Matthew Nichols“, რომელიც Leo Awards-ზე საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის იყო ნომინირებული. 

ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება Pro Tools-ის სასწავლო კურსებს.

ალექსანრეს ნამუშევრები IMDB-ზე

ზვიად მღებრი

POSTRED-ის თანადამფუძნებელი | კინოკომპოზიტორი

ზვიად მღებრი მულტი-ინსტრუმენტალისტი და კომპოზიტორია, რომელიც POSTRED-ის მუსიკალურ მიმართულებას ხელმძღვანელობს. მისი შემოქმედება მოიცავს მუსიკას Sundance-ის გამარჯვებული ფილმებისთვის (Klondike, Cusp) და თანამშრომლობას ისეთ პლატფორმებთან, როგორებიცაა Netflix, Amazon და BBC. აკადემიაში ზვიადი სტუდენტებს ასწავლის, როგორ აქციონ ექსპერიმენტული ჟღერადობა კინემატოგრაფიულ ემოციად.

აღიარება: Sundance ASCAP Composer Spotlight; World Soundtrack Awards-ის ნომინანტი.

ზვიადის ნამუშევრები IMDB-ზე

სპეციალიზაცია: კინომუსიკა, მუსიკალური პროდიუსირება, ხმოვანი ტექსტურების დიზაინი.

გიორგი მურღულია

ხმის დიზაინერი

გიორგი POSTRED-ის ერთ-ერთი წამყვანი ხმის დიზაინერია, რომლის ხელწერაც მრავალ საერთაშორისო პროექტს ეტყობა.

სპეციალიზაცია: ხმის დიზაინი, აუდიო პოსტ-პროდაქშენი.

მნიშვნელოვანი პროექტები: Griselda, Scream, The Rivals of Amiah King.

გიორგის ნამუშევრები IMDB-ზე

ლუკა ლებანიძე

პროდიუსერი და ვიდეო თამაშების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ლუკა POSTRED-ის ვიდეო თამაშების დეპარტამენტს უდგას სათავეში და პასუხისმგებელია სტუდიის ბიზნეს-განვითარებაზე გლობალურ ბაზარზე. მისი ხელმძღვანელობით სტუდიამ ჩამოაყალიბა სტრატეგიული პარტნიორობები ინდუსტრიის ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა Tencent, Ubisoft და miHoYo.

ლუკა სტუდენტებს უზიარებს გამოცდილებას როგორც ვიდეო თამაშების დეველოფმენთის მხარეზე, ისე საერთაშორისო სტუდიებთან ბიზნეს-კოლაბორაციების მართვის შესახებ.

ლუკას linkedin


შეავსე განაცხადი

არ გამოგრჩეს სიახლეები

Please enable JavaScript in your browser to complete this form.