Sound Design for Content Creators

თუ ქმნი ვიდეოებს, რილსებს, TikTok-ებს, პოდკასტებს ან სხვა ტიპის ციფრულ კონტენტს და გინდა, შენი აუდიო უფრო სუფთა, ხარისხიანი და პროფესიონალური იყოს, ეს კურსი შენთვისაა.

Sound Design for Content Creators არის პრაქტიკული კურსი კონტენტ კრეატორებისთვის, რომლებიც უკვე ქმნიან კონტენტს და სურთ უკეთ გაიგონ, როგორ ჩაწერონ, მოაწესრიგონ და გააუმჯობესონ ხმა საკუთარი ვიდეოებისთვის.

კურსის განმავლობაში გაიგებ, რატომ არის აუდიო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კონტენტის ხარისხში – როგორ მოქმედებს ხმა მაყურებლის ყურადღებაზე, ემოციაზე და იმაზე, რამდენად პროფესიონალურად აღიქმება შენი კონტენტი.

POSTRED Academy-ში პროფესიონალ sound artist-ებთან ერთად გაეცნობი ხმის ჩაწერის მთავარ პრინციპებს, ტექნიკურ დეტალებს, გავრცელებულ შეცდომებს და იმ პრაქტიკულ გზებს, რომლებიც დაგეხმარება ყოველდღიურ კონტენტში უკეთესი აუდიოს მიღებაში.

კურსზე ისწავლი, როგორ მოემზადო ჩაწერისთვის, როგორ შეამცირო ზედმეტი ხმაური, როგორ იმუშაო გარემოს ხმასთან და შექმნა უფრო დაბალანსებული, პროფესიონალური აუდიო შენი კონტენტისთვის.

Sound Design for Content Creators

ხანგრძლივობა – 1,5 თვე | კვირაში 2-ჯერ

1,000

კურსის აღწერა


კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: 

  • შესავალი ხმის დიზაინში
  • მიკროფონების ტიპები და პრაქტიკული გამოყენება
  • Audio Editing- CapCut და DaVinci Resolve
  • ხმის დამუშავება
  • Troubleshooting
  • AI ხელსაწყოები ხმის დამუშავებისთვის
  • Live Stream Setup
  • ხმის დიზაინი ვიდეოებში
  • მუსიკის შერჩევა და დამუშავება
  • მიქსინგი და ფაილების ექსპორტი

ლექტორები


მარიამ ნარჩემაშვილი

ხმის დიზაინერი და დიალოგის ედიტორი

აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში აქვს 3-წლიანი გამოცდილება, მისი პორტფოლიო ისეთ ნამუშევრებს მოიცავს, როგორებიცაა: „April“ (2024) და „Are We Good“ (2025).

POSTRED Academy-ის კურსდამთავრებული, რომელიც დღეს უკვე თავად უძღვება აკადემიაში Dialog Editing-ის ლექციებს.

ნათია ბერაძე

ხმის დიზაინერი

POSTRED Academy-ის კურსდამთავრებული, რომელიც დღეს უკვე თავად უძღვება აკადემიაში Dialog Editing-ის ლექციებს.

შეავსე განაცხადი

არ გამოგრჩეს სიახლეები

Please enable JavaScript in your browser to complete this form.