პოსტრედ აკადემიაში იწყება ახალი პროფესიული კურსი – ხმის ინჟინერია და Pro Tools. ეს კურსი არის მათთვის, ვინც მზად არის ხმა პროფესიად აქციოს და იმუშაოს ინდუსტრიის სტანდარტებით.
კურსის ფარგლებში შეისწავლი ხმის ფიზიკურ საფუძვლებს, ბგერითი ტალღების ბუნებას, სიგნალის დინებასა და როუტინგს. იმუშავებ ანალოგურ და ციფრულ მოწყობილობებთან, პრაქტიკაში გამოიყენებ მიკროფონებსა და დინამიკებს, დაეუფლები ეკვალაიზაციასა და დინამიურ ეფექტებს. სწავლის განმავლობაში გაივლი აუდიოპროდუქციის სრულ პროცესს – იდეიდან საბოლოო ვერსიამდე – და გაიგებ, როგორ მუშაობს პროფესიული სტუდია რეალურ სამუშაო გარემოში.
ლექციები იქნება დინამიური – ლექტორებისგან მიიღებ ინდუსტრიის გამოცდილებაზე დაფუძნებულ ცოდნას, ინსაიდერულ რჩევებს და შეასრულებ პრაქტიკულ დავალებებს თანამედროვე პროგრამების გამოყენებით.
დაიწყე დღესვე – შეავსე რეგისტრაციის ფორმა და გადადგი პირველი ნაბიჯი პროფესიისკენ.

ხმის ინჟინერია და Pro Tools
ხანგრძლივობა – 2 თვე



კურსის აღწერა
ხმის ინჟინერია და Pro Tools – 2 თვიანი კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
- ხმის ინჟინერიის შესავალი
- ბგერითი ტალღები და სიხშირე
- ჰარმონიკები და ოვერტონები
- განმეორებისა და მოდულაციების ეფექტები
- ანალოგური და ციფრული მოწყობილობები
- მიკროფონებისა და დინამიკების მუშაობის პრინციპი და პრაქტიკული გამოყენება
- ფილმის ინდუსტრიის სტანდარტი პროგრამა – Pro-Tools

ვასიკო ცაბაძე
ვიდეო თამაშების ხმის დიზაინერი და გუნდის ლიდერი. მის ნამუშევრებს შორისაა ისეთი პროექტები, როგორებიცაა: Path Of Exile II, Wuthering Waves, Naruto Mobile, Project Spectrum, Nizhan Future.
მისი პორტფოლიო 30-ზე მეტ მუსიკალურ ნაწარმოებს, 20-ზე მეტ ვიდეო თამაშსა და 5-ზე მეტ ფილმს აერთიანებს.
ამჟამად POSTRED Academy-ში კითხულებს ლექციებს შემდეგი მიმართულებით Introduction to Sound Engineering, Harmonics & Overtones, Analog & Digital Devices, Dynamic Effects და Reverb & Delay.

შოთა ფუტკარაძე
ხმის დიზაინერი ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში 3+ წლიანი გამოცდილებითა და 20-ზე მეტი პროექტით. მისი პორტფოლიო მოიცავს მუშაობას ისეთ თამაშებზე, როგორებიცაა: Path of Exile II, Naruto Mobile, Wuthering Waves, Nizhan Future, Project Spectrum, Roco Kingdom, The Hidden Ones.
ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება DAW Reaper ის ლექციებს.

ალექსანდრე სანიკიძე
ფოლი სუპერვაიზერი
აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში 8+ წლიანი გამოცდილებით, 200+ პროექტითა და 150 ტიტრით.
მის პორტფოლიოშია ჯონ ვუს ფილმი „The Killer“, რომელმაც 2025 წელს MPSE Golden Reel Awards-ის ნომინაცია ,, საუკეთესო ხმის’’ მონტაჟის’’ კატეგორიაში და ფილმი „Hunting Matthew Nichols“, რომელიც Leo Awards-ზე საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის იყო ნომინირებული.
ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება Pro Tools-ის სასწავლო კურსებს.
ალექსანრეს ნამუშევრები IMDB-ზე

სანდრო ქურხული
ვიდეო თამაშების ხმის ტექნიკური დიზაინერი, 20-ზე მეტი ვიდეოთამაშის პორტფოლიოთი.
სანდრო ხმის ინტეგრაციის პროგრამა Wwise-ის სერტიფიცირებული ლექტორია.
ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება Signal Flow & Routing-ისა და Wwise-ის ლექციებს.

გიორგი მურღულია
ხმის დიზაინერი
გიორგი POSTRED-ის ერთ-ერთი წამყვანი ხმის დიზაინერია, რომლის ხელწერაც მრავალ საერთაშორისო პროექტს ეტყობა.
სპეციალიზაცია: ხმის დიზაინი, აუდიო პოსტ-პროდაქშენი.
მნიშვნელოვანი პროექტები: Griselda, Scream, The Rivals of Amiah King.
გიორგის ნამუშევრები IMDB-ზე

ჯონი ამირანაშვილი
ვიდეო თამაშების ხმის დიზაინერი და გუნდის ლიდერი.
მის პორტფოლიოშია არაერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია და სატელევიზიო პროექტი, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი სტუდიებისთვის ქმნის.
მის ნამუშევრებს შორისაა ისეთი პროექტები, როგორებიცაა: TFT, Path Of Exile II, Delta Force, The Hidden Ones, Nizhan Future.
POSTRED Academy-ში უძღვება ლექციების კურსს შემდეგი მიმართულებებით: Troubleshooting & Online Resources, Microphone Use და Background SFX.
