ხმის ინჟინერია და Pro Tools-ის საფუძვლები.


POSTRED აკადემიის ხმის ინჟინერიისა და Pro Tools-ის საფუძვლების კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს პრაქტიკული ცოდნა და გადადგას პირველი ნაბიჯები აუდიო ინდუსტრიაში.

კურსის ფარგლებში შეისწავლი ხმის ფიზიკურ საფუძვლებს, ბგერითი ტალღების ბუნებას, სიგნალის დინებასა და როუტინგს. იმუშავებ ანალოგურ და ციფრულ მოწყობილობებთან, პრაქტიკაში გამოიყენებ მიკროფონებსა და დინამიკებს, დაეუფლები ეკვალაიზაციასა და დინამიურ ეფექტებს. სწავლის განმავლობაში გაივლი აუდიოპროდუქციის სრულ პროცესს –  იდეიდან საბოლოო ვერსიამდე – და გაიგებ, როგორ მუშაობს პროფესიული სტუდია რეალურ სამუშაო გარემოში.

ლექციები იქნება დინამიური – ლექტორებისგან მიიღებ ინდუსტრიის გამოცდილებაზე დაფუძნებულ ცოდნას, ინსაიდერულ რჩევებს და შეასრულებ პრაქტიკულ დავალებებს თანამედროვე პროგრამების გამოყენებით.

ხმის ინჟინერია და Pro Tools-ის საფუძვლები.

ხანგრძლივობა – 2 თვე

1,500

კურსის აღწერა


კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: 

  • ხმის ინჟინერიის შესავალი
  • ბგერითი ტალღები და სიხშირე
  • ჰარმონიკები და ოვერტონები
  • განმეორებისა და მოდულაციების ეფექტები
  • ანალოგური და ციფრული მოწყობილობები
  • მიკროფონებისა და დინამიკების მუშაობის პრინციპი და პრაქტიკული გამოყენება 

  • ფილმის ინდუსტრიის სტანდარტი პროგრამა – Pro-Tools


ვასიკო ცაბაძე

ვიდეო თამაშების ხმის დიზაინერი და გუნდის ლიდერი. მის ნამუშევრებს შორისაა ისეთი პროექტები, როგორებიცაა: Path Of Exile II, Wuthering Waves, Naruto Mobile, Project Spectrum, Nizhan Future.

მისი პორტფოლიო 30-ზე მეტ მუსიკალურ ნაწარმოებს, 20-ზე მეტ ვიდეო თამაშსა და 5-ზე მეტ ფილმს აერთიანებს.

ამჟამად POSTRED Academy-ში კითხულებს ლექციებს შემდეგი მიმართულებით Introduction to Sound Engineering, Harmonics & Overtones, Analog & Digital Devices, Dynamic Effects და Reverb & Delay.

შოთა ფუტკარაძე

ხმის დიზაინერი ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში 3+ წლიანი გამოცდილებითა და 20-ზე მეტი პროექტით. მისი პორტფოლიო მოიცავს მუშაობას ისეთ თამაშებზე, როგორებიცაა: Path of Exile II, Naruto Mobile, Wuthering Waves, Nizhan Future, Project Spectrum, Roco Kingdom, The Hidden Ones.

ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება DAW Reaper ის ლექციებს.

ალექსანდრე სანიკიძე

ფოლი სუპერვაიზერი, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ინდუსტრიაში 8+ წლიანი გამოცდილებით, 200+ პროექტითა  და 150 ტიტრით.

მის პორტფოლიოშია ჯონ ვუს ფილმი „The Killer“, რომელმაც 2025 წელს MPSE Golden Reel Awards-ის ნომინაცია ,, საუკეთესო ხმის’’ მონტაჟის’’ კატეგორიაში და ფილმი „Hunting Matthew Nichols“, რომელიც Leo Awards-ზე საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის იყო ნომინირებული.  იგი არის MPSE Golden reel გამარჯვებული სერიალით Alien : Earth

ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება Pro Tools-ის სასწავლო კურსებს.

ალექსანრეს ნამუშევრები IMDB-ზე

სანდრო ქურხული

ვიდეო თამაშების ხმის ტექნიკური დიზაინერი, 20-ზე მეტი ვიდეოთამაშის პორტფოლიოთი.

სანდრო ხმის ინტეგრაციის პროგრამა Wwise-ის სერტიფიცირებული ლექტორია.

ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება Signal Flow & Routing-ისა და Wwise-ის ლექციებს. 

გიორგი მურღულია

აუდიო-ვიზუალური და შემოქმედებითი ტექნოლოგიების ინდუსტრიაში 10+ წლიანი გამოცდილებით. POSTRED-ის მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი და წამყვანი ხმის დიზაინერი. Forbes-ის 30 Under 30 ტექნოლოგიების კატეგორიის გამარჯვებული (2024).

მისი კარიერის განმავლობაში მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო მასშტაბის პროექტში, მათ შორის Netflix-ის, HBO-სა და სხვა მსხვილი სტუდიების პროექტებზე. მის ნამუშვებრებს შორის არის Griselda, Scream, The Rivals of Amiah King.

საგანმანათლებლო მიმართულებით, ამჟამად POSTRED Academy-ში უძღვება სასწავლო კურსებს ხმის დიზაინის მიმართულებით.


გიორგის ნამუშევრები IMDB-ზე

ჯონი ამირანაშვილი

ვიდეო თამაშების ხმის დიზაინერი და გუნდის ლიდერი.

მის პორტფოლიოშია არაერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია და სატელევიზიო პროექტი, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი სტუდიებისთვის ქმნის. 

მის ნამუშევრებს შორისაა ისეთი პროექტები, როგორებიცაა: TFT, Path Of Exile II, Delta Force, The Hidden Ones, Nizhan Future. 

POSTRED Academy-ში უძღვება ლექციების კურსს შემდეგი მიმართულებებით: Troubleshooting & Online Resources, Microphone Use და Background SFX.

არ გამოგრჩეს სიახლეები