რა არის აუდიო დიზაინი?
აუდიო დიზაინი სიუჟეტისა და კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ განვიცდით სამყაროს ხმის საშუალებით. აუდიო დიზაინერის ნამუშევარი აკავშირებს აუდიტორიას და გარდაქმნის ჩვეულებრივ პროექტებს დაუვიწყარ გამოცდილებად.
რატომ არის აუდიო დიზაინი მნიშვნელოვანი?
ხმა არის ძლიერი სენსორული ინსტრუმენტი, რომელსაც ატმოსფეროს შექმნა შეუძლია. იფიქრეთ საშინელებათა ფილმში შემზარავ, დაძაბულობით სავსე ბზუილზე, აუდიო დიზაინერი ამ გრძნობებს ქმნის და აძლიერებს ვიზუალურ ელემენტებს ეკრანზე.
თუ ფილმები გიყვარს და მუსიკა გაინტერესებს POSTRED Academy-ს ხმის დიზაინის კურსი შენთვისაა. აქ ისწავლი, როგორ კეთდება შენს საყვარელ ფილმებში აუდიო ელემენტები. – რატი ჩხეტიანი, POSTRED-ის ხმის დიზაინის გუნდის ხელმძღვანელი და კურსის ლექტორი
ხმის დიზაინი, ანუ როგორ მოყვე ამბები ხმით
ნაბიჯები, წვიმა, ჭექა-ქუხილი, ქალაქის ხმაური…
გიფიქრია ეს ხმები საიდან მოდის ვიზუალურ მედიაში?
ყველას წარმოუდგენია, რომ ხმა გადაღებაზევე იწერება, რაც შეუძლებელია.
ყველაფერი გარდა დიალოგისა, ფილმში გადახმოვანებულია, მაგ: აფეთქება, ჭექა-ქუხილი, ეს ყველაფერი ხმის პოსტ-პროდუქციის დროს იქმნება.
ხმის პოსტ-პროდუქცია შედგება რამდენიმე საინტერესო ნაწილისგან:
- Foley – ფოლი არტისტი სინქრონში ახმოვანებს პერსონაჟის ყველა მოქმედებას, მაგ: ფეხის ხმას, ნივთების აღებას და დადებას.
- Sounds Effects Editing – ხმის ეფექტების ედიტინგი არის პროცესი, როდესაც ხმის ედიტორი ჩაწერილი ფოლისგან და სხვადასხვა ხმებისგან ქმნის ხმის ეფექტებს.
- Dialog Editing – დიალოგ ედიტორის მთავარი მიზანია, ყველა სიტყვა და ყველა ამოსუნთქვა სწორად იქნეს გაგებული მაყურებლისთვის.
- Sound Design – ხმის დიზაინერი არის ხმის პოსტ-პროდუქციის დირიჟორი, ის არის ადამიანი რომელიც წყვეტს სად? რატომ? და როგორი? უნდა იყოს თითოეული ხმა.
- Field Recording – არის პროცესი რომელიც ხორციელდება მას შემდეგ, რაც კონკრეტული ხმა ვერ გაკეთდა ფოლით. ამ დროს ხდება სპეციალურად კონკრეტული ხმის ჩაწერა.
- Re-Recording Mixing – ხმის მიქსინგი არის პროცესი როდესაც ყველა ხმა ფილმში, მათ შორის დიალოგი, ეფექტები და მუსიკა ერთიანდება და ბალანსდება.
საბოლოოდ ხმის დიზაინი ჯადოქრობაა, რომელიც ამბავს უფრო ემოციურს ხდის და მაყურებელს საშუალებას აძლევს იმოგზაუროს ფილმის ჯადოსნურ სამყაროში.

დარეგისტრირდი ხმის დიზაინის კურსზე



